პროექტის თემა: მამულისათვის თავდადებული გმირები.
მოსწავლეთა კლასი: მე–5 კლასი (10–11 წელი).
ვადები: ერთი თვე.
პროექტის აღწერა: მოსწავლეები საკუთარი გადაწყვეტილებით აირჩევენ თავდადებულ გმირს(ცხრა ძმა ხერხეულიძე,გიორგი სააკაძე,სამასი არაგველი,თევდორე მღვდელი,ცოტნე დადიანი ) და მოიძიებენ ინფორმაციას. პროექტი დავუკავშირეთ გაკვეთილს ,, ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი’’.მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად(თითო ჯგუფში 5 ბავშვი),რომელთაც აირჩიეს ერთი კონკრეტული გმირი.მოეწყობა ექსკურსია ბავშვების სურვილის მიხედვით.
პასუხგასაცემი კითხვები:
- რომელ საუკენეში მოღვაწეობდა.
- რომელ ბრძოლაში გამოიჩინა თავი.
- რომელი მეფის ამალაში ირიცხებოდა.
- ვის წინააღმდეგ იბრძოდა ჯარი.
- რამდენი კაცისგან შემდგარი ჯარით უწევდა ურიცხვ მტერს წინააღმდეგობას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აკეთებენ ფოტო და ვიდეო მასალას.
კინო ფილმიდან ამოიღებენ ბრძოლის ამსახველ ფრაგმენტებს.
პრეზენტაციაში აუცილებლად აკეთებენ დიდ პლაკატებს,როგორც ინტერნეტში, ასევე თავისივე ხელით შესრულებულს, სადაც ბრძოლის ამსახველი სურათი ან გმირის ფოტო იქნება გამოსახული და თან დართული ექნება ინფორმაცია.
მუშაობის ფორმატი: მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას, კვლევას, იმდიდრებენ როგორც ლიტერატურულ, ასევე გეოგრაფიულ და ისტორიულ ცოდნას. უფრო ღრმად აანალიზებენ საკითხს და ამაყობენ საკუთარი ერის ღირსებებით. გარდა ამისა ისინი ეჩვევიან კვლევისთვის აუცილებელი რესურსების გამოყენებას: წიგნი, არქივში დაცული ლიტერატურა, ინტერნეტი, უფროსების გამოკითხვა. ბოლო ფაზისაკენ გააკეთებენ შედარებას, პარალელებს გაავლებენ ერთმანეთის ნამუშევრებსა და შედარების მეშვეობით უფრო განიმტკიცებენ ცოდნას.
საჭირო რესუსრსები:ისტორიული წიგნები,კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,ტრანსპორტი,ფორმატები,
ფერადი ქაღალდები,ამოჭრილი სურათები,ფოტო და ვიდეოკამერა.
საჭირო რესუსრსები:ისტორიული წიგნები,კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,ტრანსპორტი,ფორმატები,
ფერადი ქაღალდები,ამოჭრილი სურათები,ფოტო და ვიდეოკამერა.
სხვა საგნებთან თანამშრომლობა- საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლებენ , ბუნებისა და ისტორიის მასწავლებლებთან. ბოლოს მოხდება მოპოვებული მასალების, ინფორმაციის კლასის წინაშე წარდგენა, პრეზენტაცია.
ninokemuxtashvili.blogspot.com